Program Activities

მიმდინარეობს ვებ-გვერდის დამუშავება

„ნორჩ ბუნების დამცველთა“ კლუბის ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა - 2012  წლის 19 დეკემბერს სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა “ნორჩ ბუნების დამცველთა„ კლუბის მიერ გამოცემული ბროშურის პრეზენტაცია და კლუბის დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება.
ბროშურა გამოიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „სასკოლო კლუბების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ფინანასური მხარდაჭერით.
„ნორჩ ეკოლოგთა“ მიერ გამოცემულ ბროშურაში აღბეჭდილია ჩვენს გარშემო არსებული საფრთხეები, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ. მოცემულია  რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი ჯამნრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად. ბროშურა გავრცელდება მოსახლეობაში ეკოლოგიური განათლების გასავრცელებლად.

 

სასკოლო კლუბების ერთობლივი ღონისძიება - 2012 წლის 31 მაისს სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის კლუბ "სწეეტ ლიფე"-ის ინიციატივით გაიმართა სასკოლო კლუბების ერთობლივი ღონისძიება მიძღვნილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი. ღონისძებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. სტუმრად მისულმა კლუბის წევრებმა დაათვალიერეს შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმი და სხალთის მონასტერი.

სასკოლო კლუბების პროგრამის მიზანია აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა სასკოლო აქტივობებში.

 

ტურნირი ფეხბურტში - 2012 წლის 7 მაისს ქ.ბათუმის N4 საჯარო სკოლის სასკოლო კლუბი "ქორების" ინიციატივით ჩატარდა ღვაწლმოსილი პედაგოგის ვასო დათუნაიშვილის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების გუნდები. ფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ბათუმის საერო ელიტარული სკოლის "გორდა" და ქ. ბათუმის N4 საჯარო სკოლის გუნდი "ქორები". თამაში, გუნდი "ქორების" გამარჯვებით დასრულდა.

სასკოლო კლუბ "ქორებს" არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება აქვთ დაგეგმილი. მასწავლებლები და მშობლებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ სასკოლო კლუბებში მონაწილეობას არაერთი დადებითი ეფექტი აქვს მოზარდების განვითარებისათვის. ტურნირს ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ზურაბ უკლება, რომელმაც თასებითა და სიგელებით დააჯილდოვა ტურნირში მონაწილე გუნდები.

 

სასკოლო კლუბების აქცია კლიმატის ცვალებადობასთან დაკავშირებით - 2012 წლის 3 მაისს  ,,მზის საერთაშორისო დღესთანდაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის №1 საჯარო სკოლაში არსებულმა სასკოლო კლუბმა ნორჩ ბუნების დამცველი“   მოაწყო ზრვისპირა ზოლის დასუფთავების მასობრივი  აქცია. აქციაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უმაღლესი საბჭოს, გარემოს დაცვის სამმართველოსა და ქობულეთის რესურსცენტრის თანამშრომლებმა.  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მეორე წელია ახორცილებს სასკოლო კლუბების დაფინანსების პროგრამას.

 

 

გრანტირებული კლუბების დაჯილდოვება - 2012 წლის 24 მარტს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "სასკოლო კლუბების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის" გამარჯვებულთა დაჯილდოება.

"სასკოლო კლუბების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამაში" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულმა სხვადასხვა სკოლის 75-მა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. სამინისტროში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მათგან 8 საუკეთესო პროექტი გამოავლინა. გამარჯვებული სასკოლო კლუბების წარმომადგენლებს სიგელები გადასცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო კლუბების წარმომადგენლები, მასწავლებლები და საჯარო სკოლის დირექტორები.